ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზიკილიაში ახალი სპორტული მოედნი მოეწყო

7 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

ამ დროისთვის, სოფელ ზიკილიაში, ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულებულია და აქ მცხოვრები ახალგაზრდები უკვე სარგებლობენ თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული ინფრასტრუქტურით. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ადგილობრივი თვითმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცა.

+12

გააზიარე