ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს და დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს, ჯამში 26 სახის დახმარებით შეუძლიათ სარგებლობა.
მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის 6 ქვეპროგრამითა და 20 სახის სოციალური დახმარებით
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში მოქმედი ქვეპროგრამები:
- მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
- მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
- ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
- მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
- მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
- ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
- სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
- 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების/ჰიგიენური მოვლის საშუალებების დაფინანსება
- მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება
- ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
- იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის
- შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება
- უხუცესთა სოციალური დახმარება
- შშმ პირთა სოციალური დახმარება
- შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
- ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
- უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა
- ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება
- შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება
- თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება
- იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება
- ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
- მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის ღირებულების თანადაფინანსება.