ბავშვებისათვის
- სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებში“ (ა(ა)იპ – სამხატვრო და სამუსიკო სკოლები) – სწავლის ღირებულების 100%-ით დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;
- სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;
- იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;
- შშმ პირთა შვილები;
- შშმ ბავშვები;
- მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);
- დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;
- სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით.
- შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ ბავშვები, 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
- დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით.