ოჯახისათვის
- სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველიახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
- პირველი ახალშობილისთვის – 150 ლარი;
- მეორე ახალშობილისთვის – 200 ლარი;
- მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის – 300 ლარი.
ტყუპების დაბადების შემთხვევაში ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:
- თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 500 ლარი;
- თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 600 ლარი;
- და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 700 ლარი.
- ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს, ასევე გასული წლის დეკემბრის თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება
- საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარი;
- არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარი.
- ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირები (კოდი: 501; 502) მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით 14 აგვისტოს დღესთან დაკავშირებით.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დახმარება
- ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები მიიღებენ სოციალურ დახმარებას სასურსათო პაკეტის სახით, სააღდგომოდ და საახალწლოდ არაუმეტეს 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.