ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალემ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა

23 სექტემბერი, 2023

გალაკონცერტით დასრულდა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებული მუსიკალური საღამო.

მსმენელის წინაშე ცნობილი ქართული ბენდი MIX2RA წარსდგა.

 ვალეს კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერში მოსულ საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში შეეძლო დაეთვალიერებინა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი-ნივთები, ადგილზე მოეწყო მესხური სამზარეულოს მასტერკლასები, საბავშვო გასართობი შოუები - საპნის ბუშტების შოუ, აზოტის შოუ, ჯამბაზ შოუ, ცეცხლოვანი შოუ.

დამონტაჟებული იყო სპეციალური ფოტოზონები.

ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმაც იზრუნეს.

ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ალიბეგაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

+26

 

გააზიარე