ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო სკრინინგის აქცია

25 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში, შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის „ჰერას“ მობილური კლინიკის ექიმები უფასო დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს ატარებენ.

ძუძუს კიბოს სკრინინგის აქცია, კამპანია ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით და ორგანიზებით მიმდინარეობს.

მამომობილი სამი დღის განმავლობაში ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს გაუწევს მომსახურებას. სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს ქალთა ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ, აქციის მონაწილეებს სკრინინგის აუცილებლობაზე, სახელმწიფო პროგრამებზე და აღნიშნული დაავადების მკურნალობისას, მისი ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი 40 – 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად უტარდებათ.

+13

გააზიარე