ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტურისტული საინფორმაციო რუქის პრეზენტაცია

4 May, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ტურისტული საინფორმაციო რუკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ტურიზმის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რუკები მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების მიერ მომზადდა. მისი საშუალებით ტურისტები და ვიზიტორები მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების, საინტერესო ადგილების და ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

პრეზენტაციაზე დადებითად შეფასდა საინფორმაციო რუკების მომზადება, აღინიშნა რომ განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე იზრდება მოთხოვნა მსგავსი სახის პროდუქტებისადმი, რომელთა საშუალებით ვიზიტორები მარტივად შეძლებენ მათთვის საინტერესო ადგილებისა თუ ისტორიული ძეგლების დათვალიერებას.

რუქები, სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციას (DMO), ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ და სხვა დაინტერესებულ პირებს გადაეცათ.

+9

 

გააზიარე