ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

7 თებერვალი, 2022

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება   შენობას, სადაც განთავსდება სპორტული დარბაზები და იფუნქციონირებს სხვადასხვა სახის სპორტული წრეები.  პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

გააზიარე