სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო!
✔ახალციხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად, სოფლებში საერთო კრებებისა და კონსულტაციების ჩატარება დაიწყო.
✔დღეს, საერთო კრებები თისელში და ტყემლანაში, ხოლო კონსულტაცია სოფელ აწყურში გაიმართა.
✔შეხვედრებზე მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეირჩა:
▫სოფელი თისელი - გარე განათების მოწყობა;
▫სოფელი ტყემლანა -საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენება, სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია და სასაფლაოზე სამეურნეო დანიშნულების შენობის აშენება;
▫სოფელი აწყური- სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა;
✔სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
✔ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია:
▫სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება
▫სარწყავი სისტემები
▫სანიაღვრე არხები
▫ნაპირსამაგრი სამუშაოები
▫გზები
▫ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
▫გარე განათება
▫სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
▫სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▫ამბულატორიის შენობები
▫კულტურის ობიექტები
▫სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
▫სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
▫წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▫სასაფლაოს შემოღობვა
▫თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები
▫მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა
✔პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.
✔მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.