ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ტყემლანასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

27 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სოფელ ტყემლანასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 650 მეტრზე ასფალტის საფარი დაიგება. სარეაბილიტაციო გზის სამ მონაკვეთზე კი რკინა-ბეტონის მილხიდები მოეწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე, მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან შემდეგი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება:

სოფლების წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

სოფელ თისელის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

სოფელ წნისის შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;

ქ. ახალციხეში საფარის ქუჩაზე არსებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სოფელ გიორგიწმინდის შიდა გზის რეაბილიტაცია;

 

გააზიარე