ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ მუგარეთში გზის რეაბილიტაცი მიმდინარეობს

11 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხი, გვერდულები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, ლითონის ცხაურები და რკინა-ბეტონის კედელი.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილესთან ვაჟა გაჩეჩილაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

სოფელ მუგარეთის მოსახლეობას ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

გზის მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

 

გააზიარე