ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკრინინგის განცხადება

4 ნოემბერი, 2022

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია ახალციხის მუნიციპალიტეტში, დაბა ვალეში წყალდიდობისა და დატბორვის საწინააღმდეგო, ასევე ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელების სკრინინგის განცხადება.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/948).

დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

გააზიარე