ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები მოსახლეობასთან

11 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს დეპუტატები, ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლები და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები წყალთბილის, წყრუთის, პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ერთად, განიხილეს სოფლებში არსებული საჭიროებები, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო, ასევე მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

აღსანიშნავია რომ, ბოლო წლებში წყალთბილის, წყრუთის, პამაჯისა და საძელის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, მათ შორის მოწესრიგდა სოფლებამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემებს, მოეწყო გარე განათების სისტემები, სკვერები და ბავშვთა გასართობი მოედნები, კეთილმოეწყო ამბულატორიები, ახალგაზრდული ცენტრები, საბავშვო ბაღები და სხვა.

აღნიშნული შეხვედრების მიზანი არსებული პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა და მათზე შესაბამისი რეაგირებაა.

+22

გააზიარე