ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენლებთან

4 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ღია მმართველობის სტრატეგიული ხედვის განახლებასა და რიგით, მეორე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის წარმომადგენელს მიხეილ დარჩიაშვილს და ამავე პროგრამის კონსულტანტს დეა ცარციძეს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე პროექტის მიზანი და მისი განხორციელების ეტაპები განიხილეს.

პროცესი USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარიმართება. პირველ ეტაპზე, გაანალიზდება OGP-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აქამდე არსებული ვალდებულებების შემუშავების და შესრულების პროცესი. მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით მომზადდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის სტრატეგიული ხედვის განახლებული დოკუმენტი და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტების მომზადების პროცესი სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება, რაც თანაშემოქმედობითობობის პრინციპს უზრუნველყოფს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი, ღია მმართველობის პარტნიორობას საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შედეგად 2020 წელს შეუერთდა. მუნიციპალიტეტმა ღიაა მმართველობის პირველი სამოქმედო გეგმა წარმატებით შეასრულა.

+6

გააზიარე