ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები დაიწყო

24 ოქტომბერი, 2023

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“-ის ფარგლებში მუნიციპალური თამაშები დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, გოგონები და ვაჟები, ერთმანეთს გეზრბენში და ფრენბურთში შეეჯიბრნენ.

 გეზრბენში, ვაჟებს შორის შეჯიბრში პირველ ადგილზე ახალციხის №3 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდი გახდა.

რაც შეეხება, გოგონებს შორის შეჯიბრს, პირველი ადგილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე ადგილზე ახალციხის №3 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მესამე ადგილზე კი ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდია.

ფრენბურთის შეჯიბრში, ვაჟებში პირველი ადგილი სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორეზე სოფელ ურავლის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გოგონებს შორის პირველი ადგილის მფლობელი სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებულ გუნდებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, შესაბამისი ხარისხის მედლები, სიგელები და თასები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

+15

გააზიარე