ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“ საზეიმოდ გაიხსნა

2 ოქტომბერი, 2023

ახალციხის ცენტალურ სტადიონზე „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“ საზეიმოდ გაიხსნა.

მოსწავლეებმა გარბენში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც ოლიმპიადა გახსნილად გამოცხადდა.

„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024“ საქართველოს მასშტაბით გაიხსნა. თამაშები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდება - მინი ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, გეზრბენი, მხიარული სტარტები - რომლებშიც მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ჩაერთვება.

გაიმართება შიდა სასკოლო, მუნიციპალური და რეგიონული თამაშები. რეგიონულ თამაშში გამარჯვებული გუნდები საქართველოს პირველობაზე იბრძოლებენ, შემდგომ კი საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზებენ.

სასკოლო ოლიმპიადის გახსნას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.

+6 

გააზიარე