ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საფარის ქუჩის რეაბილიტაცია

18 May, 2022

ქალაქ ახალციხეში, შიდა გზებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს საფარის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახალციხე-საფარის მონასტრის მიმართულებით არსებულ ცენტრალურ გზას უერთდება, სადაც პროექტის ფარგლებში ეწყობა სანიაღვრე არხი, საყრდენი კედელი და ასფალტის საფარი დაიგება.

პროცესს დღეს, ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მაჟორიტარი დეპუტატი გელა ჭალიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ კაპიტალური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქ პირველად ხორციელდება და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის წლების განმავლობაში, განსაკუთრებით უამინდობისას არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

+3

 

გააზიარე