ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ქალაქ ახალციხეში

27 ოქტომბერი, 2023

ქალაქ ახალციხეში, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ კაპანაძე, სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი და სამცხე-ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ რა უფლება-მოვალეობები აქვთ მუნიციპალიტეტებს განსაზღვრული შშმ პირებთან დაკავშირებით და როგორ შეუძლია კოალიციას შშმ პირთა უფლებების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარების გაწევა.

აღნიშნულ პროექტს კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, უფლებების და შრომის ბიუროს, მხარდაჭერით ახორციელებს.

+3

გააზიარე