ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა

23 ოქტომბერი, 2023

სოციალური პროგრამირების სფეროში, გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.

ასევე, ათეა-მ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან (CzDA) პარტნიორობით, მიმდინარე პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

პროექტის ფარგლებში, ინიციატივა „სოციალური სერვისების მონაწილეობითი დაგეგმვის დანერგვა საქართველოს სამ საპილოტე მუნიციპალიტეტში -ახალციხის , დუშეთის და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტებში“განხორციელდა.

შემაჯამებელ შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი ესწრებოდა. მან პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოებას, აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტში არსებული კარგი პრაქტიკა გააცნო.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა სოციალური პროგრამირების მიმართულებით, ადგილობრივ დონეზე არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე იმსჯელეს.

პროექტი ათეა-ს მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

+5

გააზიარე