ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამედიცინო აღჭურვილობის გადმოცემა

21 სექტემბერი, 2023

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის „ვალეს ჯანმრთელობის სახლს“ 66 823 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის, სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გასაწევად, ახალციხის მუნიციპალიტეტმა საჩუქრად, ძვირადღირებული ულტრაბგერითი კვლევის აპარატი, ელექტროკარდიოგრაფის აპარატი, ბიოქიმიური და იმუნოფერმენტული ანალიზატორები მიიღო.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები, კაპიტანი ტრევის სვაფორდი, პირველი კლასის სერჟანტი რობ პიტერსი, შტაბის სერჟანტი მეგან სტაუდენმაიერი, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი მარიამ კობახიძე, ორმხრივი ურთიერთობის პროცესების მენეჯერი ნინო ყიფიანი, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული დახმარების მიზანია ვალესა და მიმდებარე სოფლის მოსახლეობისთვის ადგილზევე მოხდეს დამატებით ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები.

+12

 

გააზიარე