ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

3 May, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სოფელ გიორგიწმინდაში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში გზის ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.

დასრულებული სამუშაოები სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მელიქიძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

 

გააზიარე