ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი

30 ოქტომბერი, 2020

ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ამ დროისთვის, რუსთაველის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკისა და საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი ეწყობა, სამანქანო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე კი ასფალტის საფარი უკვე დაიგო. გზის რეაბილიტაცია ასევე დასრულებულია, ცენტრალური მაგისტრალიდან რუსთაველის ქუჩა №125 კორპუსამდე.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს.

II ეტაპზე გზის 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო.

III ეტაპის სამუშაოების ფარგლებში კი მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა რუსთაველის ქუჩაზე.

გააზიარე