ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ყოფილ სამხედრო დასახლებებში ბინების პრივატიზების პროცესი

5 ნოემბერი, 2020

ქალაქ ახალციხეში, ყოფილ სამხედრო დასახლებებში, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო.

კოსტავას, რუსთაველის, ზარზმელის, ადიგენის და მესხეთის ქუჩებზე მცხოვრებ 199 ოჯახს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 ოქტომბრის განკარგულებით საცხოვრებელი ბინა დაუკანონდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, აღნიშნული განკარგულების შესრულების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ე. წ სამხედრო დასახლებებში მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემის მოგვარების პროცესში, თავდაცვისა და ეკონომიკისა სამინისტროებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართული სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

გააზიარე