ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პურის ფესტივალი

21 ოქტომბერი, 2023

ქალაქ ახალციხეში, ახალციხის ციხეზე, „პურის ფესტივალი“ მიმდინარეობს.

ფესტივალი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით ლომიძემ, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”-ს დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა, დავით მუმლაძემ და სასტუმროების ქსელის “ინ ჰოსფითალითის “ PR მენეჯერმა, სოფო ბერიაშვილმა გახსნეს, ღონისძიების სტუმრებს მიესალმნენ და ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის ხორბლის პური, ადგილობრივი პროდუქტები და სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კერძები. ასევე, წარმოდგენილია ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს, ბავშვებისთვის კი დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობები.

აგრეთვე, ფესტივალზე ნახავთ ლუქსონ ფაუერის მიერ დაპროექტებულ და შესრულებულ პროექტს, რომელიც მობილურ ეკო ფანჩატურს და მზის ელექტროსადგურს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას ეკოლოგიურად სუფთა უწყვეტი ელექტროენერგიით სარგებლობა.

„პურის ფესტივალი“ ახალციხეში უკვე მეხუთედ იმართება. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ერთობლივი ორანიზებით ტარდება.

ფესტივალის მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა.

 

+19

გაუწიეთ რეკლამირება ამ პოსტს, რათ

გააზიარე