ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პროექტი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება-2024“ გრძელდება

2 ოქტომბერი, 2023

პროექტი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება-2024“ გრძელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტირების“ პროექტი გრძელდება. მოქალაქეებს ოქტომბრის ბოლომდე შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ სასურველი წინადადებები, პროექტები ან იდეები და ჩაერთონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირების პროცესში.

პროექტში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტის მერიისა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეკრებილებს პროექტის მნიშვნელობაზე, განხორციელების ეტაპებზე და პრიორიტეტის შერჩევაზე ესაუბრნენ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოქალაქეებმა გამოიყენონ ეს შანსი და მიიღონ მონაწილეობა მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენაში.

ასევე, შეხვედრებზე დასახელებულ საჭიროებებთან დაკავშირებით ადგილზევე შეივსო განაცხადები, რაშიც ადგილობრივებს დახმარება გაუწიეს „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნინო რუხაძემ და ექსპერტმა ელენე კრავცოვამ.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ - განმახორცილებელი - HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის, 2024 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყოფა, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

+8

გააზიარე