ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - „საქართველო"

20 სექტემბერი, 2023

ახალციხის ციხეზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - „საქართველო" გაიმართა.

ფესტივალი ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს, რომლებმაც მსმენელს ადგილობრივი მესხური სიმღერა წარუდგინეს. კონცერტზე დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, ფინეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ქართული და უცხოური ფოლკლორული ნიმუშები შეასრულეს.

ევროპელების მიერ ქართულად შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა მსმენელის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

"კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დღეს ახალციხეში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უცხოურმა ამსამბლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ქართული ფოლკლორული სიმღერებიც შეასრულეს.

მსგავსი აქტივობების ჩატარება მნიშვნელოვანია ქართული ფოლკლორული მუსიკის მეტად პოპულარიზებისთვის, რათა შევინარჩუნოთ ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა

ფესტივალმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოქალაქეებში. ხალხმრავლობაა დღეს ახალციხის ციხეზე და როგორც ვხედავთ, ყველა სიამოვნებას იღებს კონცერტით. მინდა, მადლობა გადავუხადო ფედტივალის ყველა ორგანიზატორს", - განაცხადა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ფოლკლორის ფესტივალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელები დაესწრნენ.

ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია.

+15

 

გააზიარე