ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ონლაინ შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

1 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის წარმომადგენლობის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემა იყო „ახალციხის მუნიციპალიტეტში 2020 წელს განხორციელებული და 2021 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები“.

ონლაინ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და გააცნო 2021 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადებისა და სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საბავშვო ბაღებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სპორტული მოედნებისა და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე. შეხვედრის მონაწილეები ასევე, მიმდინარე წელს დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

ონლაინ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

გააზიარე