ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ონლაინ შეხვედრა ახალციხის ციხის პოპულარიზაციის შესახებ

17 თებერვალი, 2021

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO), ერთობლივი ორგნიზებით, გაიმართა ონლაინ დიალოგი თემაზე „ახალციხის ციხის პოპულარიზაცია და კომერციული მიმზიდველობის გაუმჯობესება“.

ღონისძიების მიზანი, საუკეთესო საერთაშორისო, გამოცდილებაზე დაყრდნობით, ახალციხის ციხის - ისტორიულ-კულტურული ძეგლის კომერციალიზაციის გეგმის მომზადებისა და ეფექტური მმართველობის მოდელის შემუშავების ხელშეწყობაა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ა(ა)იპ ახალციხის ციხის, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის, სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციისა (DMO) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ონლაინ შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს ახალციხის ციხის კომერციალიზაციის გეგმის მომზადებისა და ეფექტური მმართველობის მოდელის შემუშავების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს შეხვედრის მონაწილე საჯარო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა

გააზიარე