ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ნავებითა და წყლის ველოსიპედებით გუნდური შეჯიბრი

25 სექტემბერი, 2023

„ევროპის სპორტის კვირეულის“ და „სასკოლო სპორტის კვირეულის“ ფარგლებში, ახალციხის ხელოვნურ ტბაზე ნავებითა და წყლის ველოსიპედებით გუნდური შეჯიბრი გაიმართა.

სპორტულ აქტივობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთვნენ.

შეჯიბრი სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა. პირველ ადგილზე აწყურის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ქალაქ ვალის №1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

გამარჯვებული გუნდების წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირი განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

#ევროპისკვირეული

#სპორტულიღონისძიებები

#ახალციხე

+5

 

გააზიარე