ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ მოსწავლეებთან შეხვედრა

1 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილეებთან ილია ზარდიაშვილთან, ვაჟა გაჩეჩილაძესთან და კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.

ირაკლი ლაზარაშვილმა ახალგაზრდებს მიღწეული გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა რეგიონულ თამაშებში და საჩუქრად სპეციალური ფორმები გადასცა. თავის მხრივ მოსწავლეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ გუნდებს:

  • გეზრბენი - ვაჟები, ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა;

გოგონები - ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლა;

  •  მაგიდის ჩოგბურთი - ვაჟები, საძელის საჯარო სკოლა;

გოგონები - მუსხის საჯარო სკოლა;

  • კალათბურთი - ვაჟები, ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა;

გოგონები - ქალაქ ახალციხის №2 საჯარო სკოლა;

  •  ფეხბურთი - ვაჟები, ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა;

გოგონები - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა;

  •  ბადმინტონი - ვაჟები, ქალაქ ახალციხის №6 საჯარო სკოლა;

გოგონები - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა;

+14

გააზიარე