ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო ამანათები გადაეცათ

15 აპრილი, 2020

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ერთობლივი მხარდაჭერით, ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ შეჭირვებულ, მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ.

ოჯახები პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ნინო ლომიძემ და ელენა ბეგიაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, შეჭირვებული ოჯახებისა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასურსათო ამანათების დარიგება ეტაპობრივად ხორციელდება.

გააზიარე