ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლებასთან შეხვედრები გრძელდება

4 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებები გაიმართა სოფლებში ტატანისში, სვირში და ბოგაში, სადაც თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე