ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი

27 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდული ცენტრებისა და ინდივიდუალური მონაწილეების მიერ წარმოდგენილი იყო 12 ფილმი. სპეციალურმა ჟიურიმ იმსჯელა და მათგან 3 გამარჯვებული გამოავლინა.

პირველი ადგილზე ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის ფილმი, მეორე ადგილზე ურავლის ახალგაზრდული ცენტრის, ხოლო მესამე ადგილზე ინდივიდუალური მონაწილის თათია ხაჩიძის ნამუშევარი გავიდა.

ღონისძიება გენდერული თანასწორობის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა, კონკურსის ყველა მონაწილეს მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

როგორც ჟიურის, ისე ღონისძიების დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა წარმოდგენილმა ნამუშევრებმა, დადებითად შეფასდა ახალგაზრდების ნააზრევი და სათქმელი ბულინგისა და ძალადობის თემებზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვის, თანაბარი და თანასწორი გარემოს განვითარებისათვის.

 

გააზიარე