მინი ფეხბურთში „ვეტერანების“ გუნდმა გაიმარჯვა
როინ სუდაძის სახელობის ტურნირზე მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც საპრიზო ადგილისთვის ვეტერანებისა და სოფელ აგარის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
საინტერესო და დაძაბული თამაშის შედეგად, I ადგილი ვეტერანებმა, II ადგილი აგარის ახალგაზრდულმა გუნდმა, ხოლო III ადგილი 9 აპრილის ქუჩის გუნდმა მოიპოვა.
ტურნირს ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულმა განყოფილებამ გაუწია. გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.