ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიაში კატასტროფების რისკის შემცირების გეგმაზე იმსჯელეს

24 May, 2019

საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)“ და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR Center) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე იმსჯელეს ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკების და მუნიციპალურ დონეზე მათი მართვის გეგმის შემუშავებაზე. ექსპერტმა შოთა კუბლაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში USAID-ის ზრდა პროექტის ფარგლებში შერჩეულ 17 მუნიციპალიტეტში კატასტროფის რისკის შემცირებასთან დაკავშირებული აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო. 

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტი კატასტროფის რისკის შემცირების ღონისძიებებს მოიცავს, რაც გამოიხატება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმების შემუშავების ხელშეწყობაში, შესაბამისი მეთოდიკის დანერგვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, კატასტროსფის რისკის შემცირებისათვის დაგეგმილ აქტივობებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და მასთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრი (DRR Center) ახორციელებს.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე პაატა კბილაშვილი, ამავე სამმართველოს კოორდინაციის განყოფილების უფროსი მერაბ აბრამიშვილი, ახალციხის სახანძრო სამაშველო სამმართველოს უფროსი ბადრი ლეკიშვილი, ასევე მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს დეპუტატები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა მხრიდან, პროექტის განსახორციელებლად სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოითქვა.

გააზიარე