მედიკამენტებით უზრუნველყოფა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის „2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი კატეგორიის ბენეფიციართათვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა:
- ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარები
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობას უფინანსდებათ ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირები;
- ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირები;
- გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზემოთ აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობას უფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა.
- ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიისა და ფსიქიური დარღვევების მქონე პირებს უფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა.