ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მე-3 საბავშვო ბაღში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

29 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შემაჯამებელი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ქალაქ ახალციხის მე-3 საბავშვო ბაღში, არაქართულენოვანი, შერეული ასაკის ჯგუფის აღსაზრდელები საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე.

პატარებმა პედაგოგებთან ერთად, ბაღში მიღებული ცოდნა და უნარები შეაჯამეს, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის გარდა, მათ ქართულ და სომხურ ენებზე წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სხვადასხვა სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ, პატარებს წარმატებები უსურვეს, ხოლო აღმზრდელებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული მუშაობისათვის.

+3

 

გააზიარე