ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მასწავლებლის ეროვნული დღე

27 ოქტომბერი, 2023

27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღში, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და World Vision საქართველოს წარმომადგენლებმა.

როგორც, ღონისძიებაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულმა აღმზრდელებმა გადამზადების კურსი გაიარეს სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული აღმზრდელ-პედაგოგის 66 საათიანი ტრენინგ-მოდულით, რის შემდეგაც მათ წარმატებით ჩააბარეს ტესტირება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სულ დასაქმებულია 47 აღმზრდელ-პედაგოგი. ღონისძიების ფარგლებში, სასწავლო კურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და ყვავილების თაიგული.

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მომავალი თაობის სწავლა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ პედაგოგებს ნანა ქასრაშვილს და მაყვალა ჩირგაძეს.

ასევე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა, მარინა მერაბიშვილმა დამსწრეების წინაშე 2022-2023 სასწავლო წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიება, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პედაგოგს ულოცავს მასწავლებლის ეროვნულ დღეს! გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს.

+37

გააზიარე