ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეში კრივში ჩემპიონატი გაიმართა

23 ოქტომბერი, 2023

ქალაქ ახალციხეში, სპორტული გაერთიანების დარბაზში, „ახალციხის ღია პირველობა მერიის თასზე“, კრივში ჩემპიონატი გაიმართა.

ტურნირის მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა გაჩეჩილაძე და ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების, დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი ესწრებოდნენ.

22 წონით და 3 ასაკობრივ კატეგორიაში, ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 90 მოკრივე შეეჯიბრა. ჩემპიონატი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოვლინდნენ ფინალური შეხვედრების გამარჯვებულები, რომლებსაც თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

შეჯიბრში ასევე, გამოვლინდა საუკეთესო ტექნიკის მქონე სპორტსმენი ზაზა მდინარაძე, რომელსაც ცნობილი ქართველი მოკრივის, გიორგი კანდელაკის თასი გადაეცა. გუნდურ შეჯიბრში კი ახალციხის გუნდმა გაიმარჯვა და მერიის თასის მფლობელი გახდა.

ტურნირში ახალციხელმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს და 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

შეჯიბრი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტული გაერთიანების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

+2

გააზიარე