ივერიელის ქუჩაზე ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობა დასრულდა
ქალაქ ახალციხის №6 საბავშვო ბაგა-ბაღისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები პატარები უკვე სარგებლობენ ბავშვთა გასართობი ატრაქციონებით.
საბავშვო ბაგა-ბაღში ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასულდა. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღი დეკორატიული ღობით შემოიღობა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინასდა.