ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ღვაწლმოსილ ქალებთან შეხვედრა

7 მარტი, 2024

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები უფროსი თაობის ღვაწლმოსილ და სხვადასხვა პროფესიის ახალციხელ ქალებს შეხვდნენ.

ღონისძიების სტუმრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინა კაპანაძე მიესალმნენ, ქალთა დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა საზოგადოებრივ განვითარებაში ქალების წვლილზე ისაუბრეს, გაიხსენეს აქტიური თანაქალაქელები და სასიამოვნო მოგონებები პროფესიული საქმიანობიდან.

ღონისძიების დასასრულს, ღვაწლმოსილ ახალციხელ ქალებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები, ყვავილები და საჩუქრები გადაეცათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ ქალბატონს ულოცავს ქალთა დღესასწაულს ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებთ!

+19

გააზიარე