ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტში

21 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტი კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა.

დასუფთავების აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აქციის ფარგლებში პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ცენტრალური გზისპირები და ტურისტული მარშრუტების მიმდებარე ტერიტორიები.

ყოველი წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში იმართება საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა.

კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას. კამპანიის ფარგლებში ტარდება დასუფთავების აქციები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა და დასუფთავების ღონისძიებები ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და პერიოდულად ეწყობა დასუფთავების აქციები.

+6

 

გააზიარე