დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N 365 დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთ კავკასიის გაზსადენისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დაცვისა და საკონსულტაციო ზონებში მილსადენების ოპერატორი კომპანიისაგან თანხმობის და/ან რეკომენდაციის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია უკვე ელექტრონულ ფორმატში.
მილსადენების დაცვის ზონებში საქმიანობის ნებართვებზე ელექტრონული განაცხადის პორტალი:
https://onemap-stage-east.bpglobal.com/portal/apps/sites/...
ელექტრონული განაცხადის ბმულზე გადასვლა ასევე შეგიძლიათ კომპანიის ვებ გვერდიდან:
https://www.bp.com/ka_ge/georgia/home.html
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღება მიმდინარე წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება, როგორც ელექტრონულად, ისე ნაბეჭდი ფორმით, ხოლო 2022 წლიდან იურიდიული პირებისგან მიიღება მხოლოდ ელექტრონული განაცხადები.