ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია

21 აგვისტო, 2020

 ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

პროექტის ფარგლებში თითქმის დასრულებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, ამ ეტაპზე კი გრუნტის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გზის 1300 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს, ადგილზე გაეცნო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე