ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წყრუთის შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

1 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გზის 110 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედელი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ “ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ წყრუთში 170 მეტრიან მონაკვეთზეც ბეტონის საფარი მოეწყობა.

+2

გააზიარე