ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წარმატებულ სპორტსმენებთან შეხვედრა

7 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე და მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს, მიხეილ მესხს შეხვდნენ.

ა(ა)იპ „ ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების“ სპორტსმენებმა ქალაქ თბილისში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ირაკლი ლაზარაშვილმა და ვაჟა გაჩეჩილაძემ ახალგაზრდებს მიღწეული შედეგები მიულოცეს , წარმატებები უსურვეს მომავალში და ფულადი საჩუქრები გადასცეს. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის მერმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა.

ჩემპიონატზე პირველი ადგილების მფლობელები ნიკა ბოჟაძე, რუდიკ ვირაბიანი და ჰამაიკ ვირაბიანი გახდნენ. მეორე ადგილები დაიკავეს იოსებ ყულჯანიშვილმა და გევორქ გრიგორიანმა. მესამე ადგილზე კი პოღოს ვირაბიანი, ელიზბარ ზედგინიძე და საბა ნებაძე გავიდნენ.

+9

გააზიარე