ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

28 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისე 2022“ -ის შერჩეულმა გუნდმა სახელწოდებით „ცნობიერების მატარებელი“, თავიანთი ინიციატივის ფარგლებში, პირველადი დახმარების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სესიის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ პირველადი დახმარების საფუძვლებს, განიხილეს სხვადასხვა პირადი მაგალითები, ისაუბრეს ჭრილობის დამუშავებაზე ასევე მწერებისა და სხვადასხვა ქვეწარმავლების ნაკბენების პრევენციასა და შესაბამისი დახმარების გაწევის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში მონაწილე ახალგაზრდები დაიყვნენ ინტერესთა ჯგუფებად, შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა და ახორციელებენ ინიციატივებს სხვადასხვა გამოწვევების დაძლევის მიზნით.

 

გააზიარე