ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა

4 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოპირკეთდება ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია. იცვლება ღობე, დამონტაჟდება ახალი საბავშვო გასართობი ატრაქციონები და ფანჩატურები. ასევე, მოეწყობა გამწვანება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 690 ლარით ფინანსდება.

+4

გააზიარე