ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“ იწყება

8 თებერვალი, 2021

ახალციხის  მუნციპალიტეტში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2021“ იწყება

 

პროგრამის ფარგლებში,  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 22 თებერვლიდან, 12 მარტის ჩათვლით, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება.

მიმდინარე წელს პროგრამის განსახორციელებლად,  მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 ათასი ლარი გამოეყო.  თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრება ან კონსულტაცია ჩატარდება, სადაც მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება  დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

პროგრამის ძირითადი პრიორიტეტებია  გარე განათების,  შიდა გზების, სასმელი და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, სკვერების, სპორტული და საბავშვო გასართობი  მოედნების, საყრდენი კედლის,  მგზავრთა მოსაცდელების  მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა.

შერჩეული პრიორიტეტები  დასამტკიცებლად საკრებულოს   წარედგინება და  დაიწყება საპროექტო-სახარჯაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის  პროცედურები.

 

თანდართულ ფაილში იხილეთ სოფლებში  საერთო კრებებისა და კონსულტაციების გამართვის გრაფიკი

გააზიარე