ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში საგზაო მონიშვნების დახაზვა მიმდინარეობს

8 ივლისი, 2022

ქალაქ ახალციხეში, გზების მოვლა-პატრონობის ფარგლებში, ქვეითთა გადასასვლელების, ღერძულა და ნიშნულა ხაზების დახაზვა მიმდინარეობს.

სამუშაოები საგზაო მოძრაობის რეგულირებისა და მოსახლეობის კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ხორციელდება.

დახაზვის პროცესს ადგილზე გაეცნო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭაღიაშვილი.

+5

გააზიარე